Pages
- მთავარი
- წინასიტყვაობა
- მაიას ტომის აღმოჩენა
- თამბაქოს წარმოშობა და გავრცელება
- ნიკოტინი თამბაქოში
- რატომ ვიწყებთ?
- თამბაქოს კვამლი და გარემო
- მოწევა ფეხმძიმობის დროს
- რას გვეუბნება რელიგია?
- მოწევით გამოწვეული დაავადებები
- ვინ შეეწირა თამბაქოს?
- როგორ დავანებოთ თავი მოწევას?
- გვიცავს კანონი?
- სტატისტიკა(მსოფლიო და საქართველო)
- ჩემი კვლევა
- წყაროები
- დასკვნა
თამბაქოს კვამლი და გარემო
თამბაქოს მოხმარება მსოფლიოში ყოველწრიულად 3 მილიონ ადამიანს კლავს და ეს რიცხვი ყოველღიურად იზრდება.სიგარეტის მოწევას სიკვდილის გამოწვევა სხვადასხვა გზით შეუძლია.თამბაქოს კვამლი შეიცავს ათასობით ქიმიურ ნივთიერებას,რომელთაგან მრავალი ტოქსიკურია,ზოგიერთი კი აზიანებს სისხლძარღვებს.
თამბაქოს კვამლი ოთხი ათასამდე ნივთიერებას შეიცავს.მათგან,აბსოლუტური უმრავლესობა ჯანმრთელობისთვის მავნეა.უნდა ვიცოდეთ,რომ თამბაქოს კვამლში შემავალი ნიკოტინური ალკალოიდები თამბაქოზე მოჯაჭვულობის (დამოკიდებულების) გარდა,ავლენს ტოქსიურ ზეგავლენას.დანაჩენი ნივთიერებები გაერთიანებულნი არიან ერთიან ტერმინში “კუპრი “.
ის ყოველთვის საშიშია და არა მხოლოდ ჭარბი ან არასწორი მოხმარებისას.მასზე ადვილად ყალიბდება დამოკიდებულება.მისი მოხმარება ვნებს არა მარტო იმ ადამიანებს ,რომლებიც იმყოფებიან თამბაქოს კვამლის ზემოქმედების ქვეშ,თამბაქოს მოხმარება უმძიმესი ცოდვაა..
თამბაქოს წვისას წარმოიქმნება ძირითადი და გვერდითი კვამლი. ძირითადი კვამლი ხვდება მწეველის ორგანიზმში და იწვევს სხვადასხვა პათოლოგიების განვითარებას.
გვერდითი კვამლი ვრცელდება ჰაერში და უფრო საშიშია, რადგან ის შეიცავს 4-5-ჯერ მეტ ნახშირჟანგს, 3-ჯერ მეტ ნიკოტინსა და ფისს, 45-ჯერ მეტ ამიაკს, 4-ჯერ მეტ ბენზეპირენს.
თამბაქოს კვამლში შემავალი 40 ნივთიერება (კანცეროგენი) იწვევს სხვადასხვა სახის სიმსივნეებს. თამბაქოს კვამლის ერთ-ერთი შემადგენელი ნივთიერებაა ნახშირის მონოქსიდი (რომელიც გამოიყოფა მანქანის გამონაბოლქვში).
თამბაქოს წევა მავნეა არა მარტო მწეველისათვის, არამედ იმათთვისაც, ვინც მწეველებთან ერთად შენობაში იმყოფება და თამბაქოს კვამლით მოწამლული ჰაერით სუნთქავს. ყოველწლიურად ასობით არამწეველი იღუპება თამბაქოს მოწამლული ჰაერის მათ ორგანიზმში მოხვედრის გამო. მათი უმრავლესობაა ბავშვები და მოზარდები. მწეველები დიდ ზიანს აყენებენ თავიანთი ოჯახის წევრებს, მეგობრებს და თანამშრომლებს.
ადამიანს, რომელიც სუნთქავს თამბაქოს ბოლით დაბინძურებულ ჰაერს, – პასიური მწეველი ეწოდება. პასიური მოწევა საფრთხეს უქმნის ადამიანთა ჯანმრთელობას. გამოთვლილია, რომ წელიწადში თითქმის 50 000 არამწეველი იღუპება პასიური წევისაგან გამოწვეული შედეგების გამო. არამწეველთა შორის პასიური მოწევა ყველაზე ძალიან მოქმედებს ბავშვებზე, მოზარდებზე და იმ პირებზე, რომელთაც აქვთ ასთმა, ემფიზემა, გულის დაავადებები თუ სხვა სერიოზული დაავადებები.
პასიური მწეველი სუნთქავს ორი ტიპის ბოლს: პირდაპირი და გვერდითი გამონაბოლქვი.
პირდაპირი არის ის გამონაბოლქვი, რომელსაც უშვებს ანთებული სიგარეტი; ხოლო გვერდითი, – რომელსაც ამოისუნთქავს მწეველი სიგარეტის მოწევის დროს
გვერდითი ბოლი შეიცავს ორჯერ მეტ ნიკოტინს და ხუთჯერ მეტ კარბონმონოქსიდს, ვიდრე პირდაპირი ბოლი. აგრეთვე მის შემადგენლობაში უფრო მეტია სხვა მომწამლავი ნივთიერებებიც.
მწეველი მშობლების შვილები ფაქტობრივად არიან პასიური მწეველები. ასეთ ბავშვებში აღინიშნება ინფექციური დაავადებებისადმი ნაკლები წინააღმდეგობის უნარი, ისინი ხშირად ავადმყოფობენ, აცდენენ სკოლას და უფრო დიდხანს არიან საავადმყოფოებში, ვიდრე არამწეველთა შვილები.
ასე რომ, მოწევა კლავს და ნუ ჩადგებით მწეველთა რიგში.
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment