რატომ ვიწყებთ?

რატომ იწყებს ადამიანი მოწევას? ამ კითხვაზე პასუხი მრავალგვარია: მოზარდების ნაწილი მოწევას იწყებს , რათა მთელ ქვეყანას დაანახოს,რომ უკვე დიდია და ამ ჟესტით საზოგადოებაში თავის დამკვიდრებას ცდილობს. თამბაქოს წევის დაწყების ერთ-ერთ მიზეზად მკვლევარები ასახელებენ ასევე ცნობისმოყვარეობას. მაგალითად, სკოლისა და სხვა სასწავლებლების უფროსი კლასებისა და უმცროსკლასელთა გამოკითხვით დადგინდა, რომ გამოკვლეულთა 25%-მა თამბაქოს წევა დაიწყო ცნობისმოყვარეობის გამო. ზოგი მოწევას იწყებს ამხანაგის, მშობლის ან სათაყვანებელი პირის მიბაძვით, ზოგს კი სიგარეტის მოწევით უნდა დაამტკიცოს, რომ უკვე უფროსი ასაკისაა და დამოუკიდებელია. მოზარდების უმრავლესობა სიგარეტის მოწევას იწყებს მაშინ, როცა მას ამხანაგი შესთავაზებს. ახალგაზრდების უმრავლესობამ იცის თამბაქოს წევის საშიშროების შესახებ, მაგრამ ისინი ფიქრობენ, რომ ეს საშიშროება მათ არ ემუქრებათ.
დადგენილია, რომ თამბაქოს მწეველ ოჯახებში თამბაქოს მწეველ ბავშვთა რაოდენობა აღემატება 50%-ს, ხოლო არამწეველთა ოჯახებში მათი რაოდენობა 25%-მდე აღწევს. გამოკვლევები ცხადყოფს, რომ ბიჭები ძალიან ადრე, 10-12 წლის ასაკიდან ეჩვევიან თამბაქოს წევას. ეს კი ის პერიოდია, როდესაც ბავშვის ორგანიზმი ინტენსიურიზრდა-განვითარების პროცესშია. ბავშვის მგრძნობელობა კვამლისადმი მით უფრო მაღალია, რაც უფრო ნაკლები ასაკისაა იგი. თუ ბიჭებში თამბაქოს წევის დაწყება უფროსების მიბაძვისადმი მისწრაფებაა, გოგონების მიერ თამბაქოს წევის დაწყება ხშირად დაკავშირებულია კეკლუცობასთან, დიდ სურვილთან იყვნენ ორიგინალურნი, მოაწონონ თავი ბიჭებს. ადამიანების უმრავლესობა სიგარეტის მოწევას იწყებს იმის გამო, რომ ჰგონიათ იგი ხელს შეუწყობს მათ ნერვიულობის, მოწყენილობის, სტრესების, დეპრესიული მდგომარეობის თავიდან აცილებაში. ახალგაზრდა გოგონები და ქალბატონები კი ხელში ანთებული სიგარეტით „“ პოზიორობენ““ .ხშირად სიგარეტის კვამლში გახვეული მწეველი წამიეერ სიამოვნებას განიცდის და მცირე ხნნით ივიწყებს გარშემო არსებულ პრობლემებს.თუმცა, სამწუხაროდ,ვერ აცნობიერებენ.რომ ამით ბევრად უფრო სერიოზულ პრობლემებს უქმნიან საკუთარ ჯანმრთელობას,ახლობლებსა და მომავალ თაობას.

No comments:

Post a Comment