რას გვეუბნება რელიგია?

შეკითხვაზიე-‘’რას გვეუბნება რელიგია?’’ მოვიყვან წმინდა მამათა გამოთქმებს,რომლებშიც ნათლადაა გამოხატული ეკლესიის დამოკიდებულება აღნიშნული სენისადმი.‘’ადამიანმა დაამახინჯა თვით ხორციელი სიამოვნებანიც კი... გემოსათვის, ნაწილობრივ კი სუნთქვისათვის, მან გამოიგონა და თითქმის განუწყვეტლივ უშვებს მძაფრსა და სუნიან ბოლს, მოაქვს რა იგი როგორც მუდმივი შესაწირავი სხეულში მცხოვრებ დემონისათვის, ამ ბოლით მსჭვალავს თავისი საცხოვრებლის და მის გარეთ არსებულ ჰაერსაც, უწინარეს ყოვლისა კი, თავად იმსჭვალება ამ ბილწი სურნელით, - და აი, განუწყვეტელმა გაუხეშებამ საკუთარი გრძნობისა და გულისა, რომელსაც მუდმივად ბოლი ნთქავს, არ შეიძლება არ იმოქმედოს გულისმიერ გრძნობათა სიფაქიზეზე, იგი სძენს მას ხორციელ, უხეშ და გრძნობისმიერ ხასიათს.’’ წერდა წმიდა მართალი იოანე კრონშტადტელი.
"თამბაქო ადუნებს სულს, ამრავლებს და აძლიერებს ვნებებს, აბნელებს გონებას და ანგრევს ჯანმრთელობას ნელი სიკვდილით. გაღიზიანებადობა და სევდა - ეს შედეგია თამბაქოს წევისაგან ავადმყოფურად განმცდელი სულისა.’’ ღირსი ამბროსი ოპტინელი
"როდესაც ადამიანი ეწევა, მისი სული უკვე დემონური ძალების ტყვეობაშია. იცოდეთ, რომ (მსოფლიო) წარღვნამდე არც თუ ისე დიდი ხნით ადრე, ადამიანები თან დაატარებდნენ წყლით სავსე პატარა დოქებს: ერთმანეთს სთავაზობდნენ ამ წყალს. მათ არც კი უწყოდნენ, რომ წყლით დაიღუპებოდნენ. დღეს კი ყველას ჯიბით ასანთი ან სანთებელა ე.ი. ცეცხლი დააქვს. პირველი სამყარო უსჯულოებისათვის წყლით განადგურდა, ახლანდელი კი ცეცხლით განადგურდება.’’ არქიმანდრიტი ამბროსი (იურასოვი)

No comments:

Post a Comment