მოწევა ფეხმძიმობის დროს

- ბოლო წლებში გაიზარდა მწეველი ქალბატონების რაოდენობა. შემაშფოთებელია ისიც, რომ ქალბატონების გარკვეული ნაწილი მოწევას არც ფეხმძიმობისას ერიდება, რაც ნაყოფზე უარყოფით გავლენას ახდენს.
თამბაქოს კვამლის ტოქსიური კომპონენტები ადვილად გადის პლაცენტის ბარიერს. ფერხდება ნაყოფის განვითარებისთვის აუცილებელი ჟანგბადის მიწოდება, რაც აბრკოლებს მის ნორმალურ განვითარებას. ზრდის მუცლის მოშლის რისკს ან განუვითარებელი ბავშვის დაბადების საშიშროებას. თამბაქო მოქმედებს ბავშვის არა მარტო ფიზიკურ, არამედ ფსიქიკურ განვითარებაზეც, რადგან ბავშვის ტვინს საჭირო სისხლისა და ჟანგბადის რაოდენობა არ მიეწოდებოდა. ასევე, არამწეველებთან შედარებით, მწეველ ქალებში 20-50%-ით მაღალია ნაყოფისა და ახალშობილის სიკვდილიანობა.
ამიტომაა,რომ თამბაქოს მომხმარებელ დედას 200-250 გრამით ნაკლები წონის ახალშობილი ებადება.რაც უფრო მეტ თამბაქოს მოიხმარს ორსული ქალი,მით უფრო მცირე მასისაა ახალშობილი.თუ ქალი თამბაქოს მოხმარებაზე უარს იტყვის ორსულობის 4 თვემდე,მაშინ იზრდება შანსი,რომ ახალშობილი ნორმალური წონით დაიბადოს.თამბაქოს მოხმარება ძირითადი ფაქტორია პერინატალური(დაბადებისშემდგომი)სიკვდილიანობისა.გამოკვლევებმა აჩვენა,რომ თუ ყველა ორსული ქალი თავს დაანებებს თამბაქოს მოხმარებას,მაშინ ნაყოფისა და ახალშობილთა სიკვდილიანობა შემცირდება 10%-ით.
გამოკვლევებმა აჩვენა, რომ თამბაქოს მომხმარებელ ქალებს უქვეითდებათ რეპროდუქციული ფუნქცია და იზრდება უშვილობის რისკიც. მწეველთა შვილებს უფრო ემართებათ სიმსივნური დაავადებები, ვიდრე არამწეველთა შვილებს. ვინაიდან მოწევა აზიანებს სპერმას, მამებმა უნდა ეცადონ, განაყოფიერებამდე სამი-ოთხი თვით ადრე მაინც დაანებონ თავი მოწევას. მოწევა ზრდის ახალშობილთა უეცარი სიკვდილიანობის ალბათობასაც.

No comments:

Post a Comment