გვიცავს კანონი?

კანონი: არასრულწლოვანთა დაცვა ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოსაგან 1. აკრძალულია: ა) არასრულწლოვანთათვის ალკოჰოლური სასმელების, ლუდისა და თამბაქოს მიყიდვა; ბ) არასრულწლოვანთა მიერ ალკოჰოლური სასმელების, ლუდისა და თამბაქოს რეალიზაცია; გ) ალკოჰოლური სასმელების, ლუდისა და თამბაქოს რეალიზაცია საგანმანათლებლო, სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებებში და მათ ტერიტორიაზე. 2. შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელები ვალდებულნი არიან ამ მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული აკრძალვის შესახებ მიუთითონ თვალსაჩინო ადგილას. მაგრამ….
ძალიან ბევრ სავაჭრო პუნქტში არის გამოკრული წარწერა “18 წლამდე სიგარეტს და ალკოჰოლს არ მივყიდით”, თუმცა ვინ უყურებს ამას. დღესდღეობით, საქართველოში, ამ კანონის შემსრულებელი მაღაზია პრაქტიკულად არ არსებობს. გამყიდველებმა ოღონდ რამე გაყიდონ და 3 წლის ბავშვსაც მიყიდიან სიგარეტს. აუცილებელია, რომ უფრო მკაცრად გაკონტროლდეს არასრულწლოვნებზე ალკოჰოლის და სიგარეტის მიყიდვა, როგორც მთავრობამ,ისე არასამთავრობოებმაც მკაცრად უნდა გააკონტროლონ ეს პროცესი.ეს კი ძალიან რთული საქმეა და ვიდრე  გამყიდველები და მაღაზიის მეპატრონეები  არ შეიგნებენ,რომ არასრულწლოვნებს თამბაქო და ალკოჰოლი არ მიჰყიდონ,მანამ სიტუაცია არ შეიცვლება!

No comments:

Post a Comment