სტატისტიკა(მსოფლიო და საქართველო)

მსოფლიოში დაახლოებით მილიარდი კაცი ეწევა.ეს იმას ნიშნავს,რომ ყოველი მესამე ზრდასრული ადამიანი თამბაქოს ტყვეა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით,მოწევით განპირობებული დაავადებებით ყოველწლიურად 4 მილიონი ადამიანი იღუპება.(1 კაცი 8 წამში).თუ არაფერი შეიცვალა.20 წლის შემდეგ სიგარეტი მთელ მსოფლიოში სიკვდილისა და ინვალიდობის უმთავრეს მიზეზად იქცევა,ვიდრე შიდსი,ტუბერკულიოზი,ავტოსაგზაო შემთხვევევი,კვლელობა და თვითმკვლელობა ერთად. არც საქართველოშია ამ კუთხით მაინცდამაინც სახარბიელო ვითარება.თამბაქოს საწინააღმდეგო ეროვნული ცენტრის მონაცემებით,საქართველო ევროპის ერთ -ერთ ყველაზე მწეველ სახელმწიფოდ ითვლება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გამოკვლევებით,დღეს თამბაქოს ეწევა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 37-40 %.  მამაკაცებს შორის მწეველია 50-65&%,ხოლო ქალებს შორის- 16-22%.სავარაუდოდ,ქალებსა და მამაკაცებს შორის არსებული სხვაობას თანდათან შემცირდება,რადგან მწეველ ქალთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით,უმძიმესი ვითარებაა მოზარდებში,განსაკუთრებით-გოგონებს შორის ,სადაც ბოლო 5 წლის განმავლობაში მწევწლთა მაჩვენებელი 9%-ით გაიზარდა.  დღეს მოზარდთა 42,4% მწეველია!

No comments:

Post a Comment