დასკვნა

აღნიშნულ ბლოგზე მუშაობა ჩემთვის ძალიან საინტერესო და საპასუხისმგებლო გამოდგა.საინტერესო იმით,რომ თამბაქოს–ერთი შეხედვით უწყინარი მცენარის შესახებ  გავიგე ბევრი ისეთი რამ,რაც ჩემთვის მანამდე უცნობი იყო.მაგალითად ის,რომ თამბაქოს 50–ზე მეტი სახეობა არსებობს და მათგან მხოლოდ 2–ია კულტივირებული: Nicotaina tabacum და Nicotiana rustica. საინტერესო იყო ასევე გავცნობოდი თამბაქოს შემადგენლობას,რომელიც ძალიან ბევრ რამეს გვეუბნება ამ მცენარის ავ–კარგიანობაზე:ნიკოტინი 1–4%,ნახშირწყლები 2–20%,ორგანული მჟავები 5–17%,ცილები 1–3%. მოცემული ბლოგისთვის ჩემ მიერ ჩატარებულმა კვლევამ,რომელიც მოიცავდა ქუჩის გამოკითხვას ვაკე–საბურთალოს ტერიტორიაზე,ბევრი რამ სხვა თვალით დამანახა...ამ გამოკითხვამ შემიქმნა ზოგადი წარმოდგენა ქართველი და არაქართველი მწეველების გემოვნებასა და მსოფლმხედველობაზე. გავეცანი ასევე თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეულ დაავადებებს:კარიესი,სტომატიტი,კუჭის სეკრეცია,კუჭის წვენის მჟავიანობა,შეკრულობა,ათეროსკლეროზი,გარდამავალი სიკოჭლე,ბრონქული ასთმა,ფილტვისა და ყელის კიბო–ეს ის მცირე ჩამონათვალია,რისი წარმოშობაც მოწევას უკავშირდება. სტატისტიკურმა მონაცემებმა იმის შესახებ,რომ მოწევით განპირობებული დაავადებებით ყოველწლიურად 4 მილიონი ადამიანი აღუპება(1 კაცი 8 წამში) ძალიან დამაფიქრა.ამიტომ მინდა  ადამიანებს მოვუწოდო,რომ ნუ დაიწყებენ მოწევას,რამეთუ მოწევა კლავს!!!
თუკი ჩემი ბლოგის დათვალიერების შემდეგ 1 ადამიანს მაინც გაუჩნდება სურვილი იმისა,რომ არ(ან აღარ) მოსწიოს,მაშინ ჩავთვლი,რომ ჩემი მიზანი განხორციელებულია.
   მადლობა ყურადღებისთვის!

No comments:

Post a Comment