Pages
- მთავარი
- წინასიტყვაობა
- მაიას ტომის აღმოჩენა
- თამბაქოს წარმოშობა და გავრცელება
- ნიკოტინი თამბაქოში
- რატომ ვიწყებთ?
- თამბაქოს კვამლი და გარემო
- მოწევა ფეხმძიმობის დროს
- რას გვეუბნება რელიგია?
- მოწევით გამოწვეული დაავადებები
- ვინ შეეწირა თამბაქოს?
- როგორ დავანებოთ თავი მოწევას?
- გვიცავს კანონი?
- სტატისტიკა(მსოფლიო და საქართველო)
- ჩემი კვლევა
- წყაროები
- დასკვნა
ნიკოტინი თამბაქოში
თამბაქო, ერთი შეხედვით, ლამაზი და უწყინარი მცენარეა, თუმცა მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველ 8 წამში ერთ ადამიანს კლავს. თამბაქოს ფოთლის ქიმიური შემადგენლობაა: ნიკოტინი – 1-4%, ნახშირწყლები – 2-20%, ორგანული მჟავები – 5-17%, ცილები – 1-13%, ეთერები – 0,1-1,7%.
ნიკოტინი წარმოადგენს მასტიმულირებელ ნივთიერებას, რომელიც თავის ტვინის უჯრედებს ააქტივებს და მსუბუქ ეიფორიას იწვევს. ამას გარდა, თამბაქოში არსებული შხამები ორგანიზმის თითქმის ყველა უჯრედამდე აღწევს. ნიკოტინი მცენარეული წარმოშობის ალკალოიდია, რომელიც უარყოფით ზემოქმედებას ახდენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.
იგი ისეთივე ნივთიერებაა, როგორიცაა კოკაინი და ჰეროინი. ნიკოტინი საწამლავია, რომელიც ძლიერ დამოკიდებულებას იწვევს, ის ჩასუნთქულ კვამლთან ერთად ჩადის ფილტვებში, სწრაფად გადადის სისხლში და თავის ტვინს აღწევს 8 წამში. ნიკოტინი მცირე დოზით აღაგზნებს ცენტრალურ ნერვულ სისტემასა და სუნთქვის ცენტრს. აძლიერებს ნერწყვის გამოყოფას, ავიწროვებს გუგას, იწვევს მაჯისცემისა და არტერიული წნევის მომატებას.
ერთი ღერი სიგარეტი შეიცავს 0,3-დან 2 მგრ-მდე ნიკოტინს და 8-35 მგრ- მდე ფისს.
თამბაქოს წვისას წარმოიქმნება ძირითადი და გვერდითი კვამლი. ძირითადი კვამლი ხვდება მწეველის ორგანიზმში და იწვევს სხვადასხვა პათოლოგიების განვითარებას.
გვერდითი კვამლი ვრცელდება ჰაერში და უფრო საშიშია, რადგან ის შეიცავს 4-5-ჯერ მეტ ნახშირჟანგს, 3-ჯერ მეტ ნიკოტინსა და ფისს, 45-ჯერ მეტ ამიაკს, 4-ჯერ მეტ ბენზეპირენს.
თამბაქოს კვამლში შემავალი 40 ნივთიერება (კანცეროგენი) იწვევს სხვადასხვა სახის სიმსივნეებს. თამბაქოს კვამლის ერთ-ერთი შემადგენელი ნივთიერებაა ნახშირის მონოქსიდი (რომელიც გამოიყოფა მანქანის გამონაბოლქვში).
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment